Featured

ბილი აილიში iHeartRadio’s ALTer EGO festival-ს დაესწრო! ნახეთ მომღერლის ახალი ფოტოები წითელი ხალიჩიდან!

18 წლის მომღერალი ბილი აილიში გამორჩეული იმიჯით ყოველთვის გამოირჩეოდა და ყურადღების ცენტრში ხვდებოდა. მან გამონაკლისი არც ახლა დაუშვა და iHeartRadio’s ALTer EGO festival-ის წითელი ხალიჩას ჩვეული იმიჯით ეწვია.

წყარო : OK News.

Featured

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ტიტულით ვეღარ ისარგებლებენ

ბუკინგემის სასახლის განცხადებით, პრინცი ჰარი და მეგანი ბრიტანეთის სამეფო ტიტულს ვეღარ გამოიყენებენ და ვერც სახელმწიფო სახსრებს მიიღებენ. BBC-ის ცნობით, წყვილი, ასევე, აღარ წარმოადგენს დედოფალს. გავრცელებული განცხადების თანახმად, ახალი შეთანხმება მიმდინარე წლის გაზაფხულზე შევა ძალაში.

სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიის განცხადებით, ისინი 2,4 მილიონი ფუნტი სტერლინგის ანაზღაურებას გეგმავენ ფროგმორის რეზიდენციის აღსადგენად, რომელიც მათი სახლი იქნება დიდ ბრიტანეთში.

“ჰარი, მეგანი და არჩი ჩვენი ოჯახის საყვარელ წევრებად რჩებიან… მე ვაცნობიერებ მათ გამოწვევას, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში შეხვდათ, მაგალითად, როგორიცაა, ინტენსიური დაკვირვებები. მე მხარს ვუჭერ მათ სურვილს, ჰქონდეთ უფრო დამოუკიდებელი ცხოვრება. მე მინდა მადლობა გადავუხადო მათ იმისთვის, რაც ამ ქვეყნისთვის გააკეთეს და განსაკუთრებულ სიამაყეს გამოვხატავ იმის გამო, თუ როგორ შეძლო მეგანმა ასე სწრაფად გამხდარიყო ჩვენი ოჯახის წევრი. მთელი ჩემი ოჯახი იმედოვნებს, რომ დღევანდელი შეთანხმება მათ საშუალებას მისცემს დაიწყონ ახალი და ბედნიერი ცხოვრება”, — წერია დედოფლის განცხადებაში.

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი აცხადებენ, რომ “აპირებენ სამეფო ოჯახის “წოდებით ზემდგომ” წევრობაზე უარი თქვან და იმუშაონ, რათა ფინანსურად დამოუკიდებლები გახდნენ”.

რაზე თქვა უარი ამ გადაწყვეტილებით სამეფო წყვილმა?

სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას მიერ ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში განმარტებულია, რომ ამიერიდან ისინი აღარ მიიღებენ დიდი ბრიტანეთის მთავრობისგან ფინანსურ მხარდაჭერას. აქამდე მათი ხარჯების 5%-ს ბრიტანეთის მთავრობა აფინანსებდა, დანარჩენ 95%-ს კი პრინც ჰარის მამა, პრინცი ჩარლზი პირადი ქონებიდან.

ეს გადაწყვეტილება ჰარის და მეგანს საშუალებას მისცეს, რომ ანაზღაურებადი სამსახურით გამოიმუშავონ ფული, რაც მანამდე არ შეეძლოთ.

“მათთვის ძვირფასია შესაძლებლობა, რომ პროფესიული უნარებით შემოსავლების მიღება შეძლონ, რაც ამჟამინდელი სამეფო სტრუქტურით აკრძალული ჰქონდათ. ამის გამო მათ გადაწყვიტეს გახდნენ სამეფო ოჯახის ისეთი წევრები, რომლებიც ფინანსურად დამოუკიდებლები იქნებიან”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

წყარო : On.ge

ტინა კუნაკი ”კანის კინოფესტივალზე’

იმ ფონზე, როცა პაპარაცულ ფოტოებზე ის უმაკიაჟოდ იყო აღბეჭდილი და ყოველდღიური სამოსი ეცვა, ამჯერად ფრანგი მოდელი საზოგადოების წინაშე შავი ხავერდის დახვეწილი კაბით, ”კანის კინოფესტივალზე” წარდგა.

აღსანიშნავია, რომ საღამოზე 22 წლის ვარსკვლავი 55 წლის მეუღლის, ვენსან კასელის გარეშე მივიდა.შეგახსენებთ, რომ ტინა კუნაკი და ვენსან კასელი პირველი საერთო ქალიშვილის მშობლები 19 აპრილს გახდნენ. გოგონას ამაზონი დაარქვეს.

წყარო : fortuna.ge

ირინა შეიკი კოსტიუმების შოუზე ბრედლი კუპერის გარეშე მივიდა

გასულ წელს „მეთ გალას“ დაჯილდოებაზე ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი ყველაზე ლამაზ წყვილად დასახელდნენ. წელს კი ირინა შეიკი მოულოდნელად კოსტიუმების შოუზე მარტო მივიდა. 33 წლის მოდელმა არჩევანი „ბარბერის“ ლურჯ კაბაზე გააკეთა. ის რიკარდო ტიშიმ სპეციალურად ირინა შეიკისთვის შექმნა.

მედიაში გაარკვიეს, რომ ბრედლი კუპერი კოსტიუმების შოუზე დაპატიჟებული იყო, თუმცა არ მივიდა. ამ დრომდე უცნობია, რა გახდა კუპერის შოუზე არ მისვლის მიზეზი. ბოლოს ისინი ერთად თებერვალში, „ოსკარების“ დაჯილდოვებაზე გამოჩნდნენ.

წყარო : ფორტუნა

ლედი გაგამ საკუთარი კაბით ყველა დაჩრდილა – წითელი ხალიჩის ქრონიკები

წყარო : https://www.youtube.com/watch?v=MoB5VHiSMlU

ლედი გაგას ოსკარის წითელ ხალიჩაზე ოდრი ჰეპბერნისთვის შექმნილი ბრილიანტი ეკეთა

შეუდარებელმა ლედი გაგამ ტრადიცია არ დაარღვია და წითელ ხალიჩაზე კვლავ მთელი დიდებულებით წარსდგა.

მსახიობს ოსკარის დაჯილდოებაზე ულამაზესი შავი კაბა ეცვა, რომელსაც ტიფანის უზარმაზარი, 128 კარატიანი ბრილიანტის ყელსაბამი ამშვენებდა.

აღნიშნული ბრილიანტი 1960 წელს სპეციალურად ოდრი ჰეპბერნისთვის შეიქმნა, რომელიც მსახიობს საკულტო ფილმში საუზმე ტიფანისთან ამშვენებდა.

როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე ბრილიანტის ღირებულება $30 მილიონია

წყარო : On.ge

VETEMENTS-ის პირველი ჩვენება დემნა გვასალიას გარეშე – ფოტოები

პარიზის მამაკაცის ტანსაცმლის მოდის კვირეულის ფარგლებში, Vetements-მა დემნა გვასალიას წასვლის შემდეგ პირველი ჩვენება გამართა და 2020 წლის შემოდგომის კოლექცია წარმოადგინა.

ამჟამად კრეატიული დირექტორის მოვალეობები ბრენდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გურამ გვასალიამ შეითავსა.

“შოუები გარემოსთან უკიდურესად არამეგობრული გახდა. ამიტომ, მე შევცვალე ეს აბსურდი და მაქვს გარემოსთან ყველაზე მეგობრული შოუ მსოფლიოში – დასაჯდომად ხის სკამები, ძალიან მცირე განათება და ასევე მცირე მაკიაჟი”, – თქვა გურამ გვასალიამ Vogue-სთან.

დემნა გვასალიამ Vetements დაარსებიდან ხუთ წელიწადში, 2019 წლის სექტემბერში დატოვა – მას შემდეგ ბრენდს კრეატიული დირექტორის თანამდებობა ვაკანტური აქვს.

“რაღაცნაირად მოდის ინდუსტრიაში ყურადღების ცენტრში ტანსაცმელი აღარ არის და ამიტომ არის ჩემთვის მეისონ მარჯიელსნაირი ხალხი საკულტო – ის არასდროს გამოჩენილა და ყოველთვის მთავარი ტანსაცმელი იყო”, – თქვა გურამ გვასალიამ Vogue-სთან

წყარო : ტაბულა

ბელა ჰადიდმა ლუი ვიტონის სამოსი მოირგო! მოდელი პარიზში ბრენდის 2020/2021 წლის შემოდგომა/ზამთრის მამაკაცის კოლექციის პრეზენტაციაზე იმყოფებოდა

23 წლის ამერიკელი მოდელი ბელა ჰადიდი პარიზში ლუი ვიტონის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის პრეზენტაციაზე იმყოფებოდა. ბელამ პრეზენტაციისთვის ბრენდის სამოსი შეარჩია. მოდელის ახალი ფოტოები Daily Mail-მა გაავრცელა.

წყარო : OK News

ქენდალ და კაილი ჯენერებს საკუთარი ტანსაცმლის ბრენდის გამო კიდევ ერთხელ უჩივიან!

ქენდალ და კაილი ჯენერებს სასამართლოსთან პრობლემა კიდევ ერთხელ შეექმნათ. ამჯერადაც საქმე მათი ტანსაცმლის ერთობლივ ხაზს ეხება, რომელსაც კომპანია Klauber Bros-ი პლაგიატის გამო უჩივის. ბრენდმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს, რომ Kylie + Kendall-ის დიზაინი მთლიანად იმეორებს მათ მიერ გამოშვებული თეთრეულის პრინტსა და დიზაინს. ჯერჯერობით უცნობია, როგორ დამთავრდება აღნიშნული საქმე, თუმცა შეგახსენებთ, რომ დებს 2017 წელს როკბენდმა The Doors-მა უჩივლა და ბენდის ფოტოების საკუთარი მიზნებისთვის ყოველგვარი თანხმობის გარეშე გამოყენებაში დაადანაშაულა. საქმე კი, აღნიშნული დიზაინის მაისურების გაყიდვიდან ამოღებით დასრულდა.

#OK! ქენდალ და კაილი ჯენერებს საკუთარი ტანსაცმლის ბრენდის გამო კიდევ ერთხელ უჩივიან!

წყარო : OK News

Design a site like this with WordPress.com
Get started