ლედი გაგას ოსკარის წითელ ხალიჩაზე ოდრი ჰეპბერნისთვის შექმნილი ბრილიანტი ეკეთა

შეუდარებელმა ლედი გაგამ ტრადიცია არ დაარღვია და წითელ ხალიჩაზე კვლავ მთელი დიდებულებით წარსდგა.

მსახიობს ოსკარის დაჯილდოებაზე ულამაზესი შავი კაბა ეცვა, რომელსაც ტიფანის უზარმაზარი, 128 კარატიანი ბრილიანტის ყელსაბამი ამშვენებდა.

აღნიშნული ბრილიანტი 1960 წელს სპეციალურად ოდრი ჰეპბერნისთვის შეიქმნა, რომელიც მსახიობს საკულტო ფილმში საუზმე ტიფანისთან ამშვენებდა.

როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე ბრილიანტის ღირებულება $30 მილიონია

წყარო : On.ge

Published by anagorgiladze

გამარჯობა, მე ვარ ანა, სტუდენტი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ცნობილ ადამიანებთან გარდა იმისა, რომ ძალიან დაინტერესებული ვარ ამ ყველაფრით. ცნობილი ადამიანები, მათი სტილი, ყოველდღიური ცხოვრება, პირადი ურთიერთობები, ეს ის თემები, რომლებსაც ყოველდღიურად ვადევნებ თვალს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ეს ყველაფერი კიდევ უფრო საინტერესო გამეხადა და შევქმენი ბლოგი ამ თემასთან დაკავშირებით მათთვის, ვისთვისაც ასევე საინტერესოა ცნობილი ადამიანები და მათი ცხოვრება <3

Leave a comment

Design a site like this with WordPress.com
Get started