ტინა კუნაკი ”კანის კინოფესტივალზე’

იმ ფონზე, როცა პაპარაცულ ფოტოებზე ის უმაკიაჟოდ იყო აღბეჭდილი და ყოველდღიური სამოსი ეცვა, ამჯერად ფრანგი მოდელი საზოგადოების წინაშე შავი ხავერდის დახვეწილი კაბით, ”კანის კინოფესტივალზე” წარდგა.

აღსანიშნავია, რომ საღამოზე 22 წლის ვარსკვლავი 55 წლის მეუღლის, ვენსან კასელის გარეშე მივიდა.შეგახსენებთ, რომ ტინა კუნაკი და ვენსან კასელი პირველი საერთო ქალიშვილის მშობლები 19 აპრილს გახდნენ. გოგონას ამაზონი დაარქვეს.

წყარო : fortuna.ge

Published by anagorgiladze

გამარჯობა, მე ვარ ანა, სტუდენტი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ცნობილ ადამიანებთან გარდა იმისა, რომ ძალიან დაინტერესებული ვარ ამ ყველაფრით. ცნობილი ადამიანები, მათი სტილი, ყოველდღიური ცხოვრება, პირადი ურთიერთობები, ეს ის თემები, რომლებსაც ყოველდღიურად ვადევნებ თვალს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ეს ყველაფერი კიდევ უფრო საინტერესო გამეხადა და შევქმენი ბლოგი ამ თემასთან დაკავშირებით მათთვის, ვისთვისაც ასევე საინტერესოა ცნობილი ადამიანები და მათი ცხოვრება <3

Leave a comment

Design a site like this with WordPress.com
Get started