ქენდალ და კაილი ჯენერებს საკუთარი ტანსაცმლის ბრენდის გამო კიდევ ერთხელ უჩივიან!

ქენდალ და კაილი ჯენერებს სასამართლოსთან პრობლემა კიდევ ერთხელ შეექმნათ. ამჯერადაც საქმე მათი ტანსაცმლის ერთობლივ ხაზს ეხება, რომელსაც კომპანია Klauber Bros-ი პლაგიატის გამო უჩივის. ბრენდმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს, რომ Kylie + Kendall-ის დიზაინი მთლიანად იმეორებს მათ მიერ გამოშვებული თეთრეულის პრინტსა და დიზაინს. ჯერჯერობით უცნობია, როგორ დამთავრდება აღნიშნული საქმე, თუმცა შეგახსენებთ, რომ დებს 2017 წელს როკბენდმა The Doors-მა უჩივლა და ბენდის ფოტოების საკუთარი მიზნებისთვის ყოველგვარი თანხმობის გარეშე გამოყენებაში დაადანაშაულა. საქმე კი, აღნიშნული დიზაინის მაისურების გაყიდვიდან ამოღებით დასრულდა.

#OK! ქენდალ და კაილი ჯენერებს საკუთარი ტანსაცმლის ბრენდის გამო კიდევ ერთხელ უჩივიან!

წყარო : OK News

Published by anagorgiladze

გამარჯობა, მე ვარ ანა, სტუდენტი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ცნობილ ადამიანებთან გარდა იმისა, რომ ძალიან დაინტერესებული ვარ ამ ყველაფრით. ცნობილი ადამიანები, მათი სტილი, ყოველდღიური ცხოვრება, პირადი ურთიერთობები, ეს ის თემები, რომლებსაც ყოველდღიურად ვადევნებ თვალს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ეს ყველაფერი კიდევ უფრო საინტერესო გამეხადა და შევქმენი ბლოგი ამ თემასთან დაკავშირებით მათთვის, ვისთვისაც ასევე საინტერესოა ცნობილი ადამიანები და მათი ცხოვრება <3

Leave a comment

Design a site like this with WordPress.com
Get started